საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი აცხადებს კონკურსს კომიტეტისშემადგენლობაში წევრთა შერჩევის მიზნით. კომიტეტის წევრებს შეარჩევს კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტისშემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
სისხლის სამართლის კომიტეტში შეირჩევიან ადვოკატები სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციით,რომელთაც აქვთ არანაკლებ 3 წლიანი პროფესიული პრაქტიკა, ასევე კანონპროექტებზე და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის გამოცდილება.
სასურველია კომიტეტის წევრობის კანდიდატს ჰქონდეს:
უმაღლესი იურიდიული განათლება საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით.
ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის საშუალო დონეზე მაინც ცოდნა. სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლებაუპირატესობად.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება სისხლის სამართლის კომიტეტისთავმჯდომარის სახელზე, ავტობიოგრაფია (CV) ფოტო სურათით, სამოტივაციო წერილი, არსებობის შემთხვევაშისამეცნიერო სტატია ან ნაშრომი.
განცხადების გადარჩევის შედეგად გასაუბრებაზე დაბარებული იქნება მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიცდააკმაყოფილებს განსაზღვრულ მოთხოვნებს და სრულად წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომიტეტში საქმიანობა არ ანაზღაურდება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 აპრილი
წერილში მითითებულ უნდა იქნას- საკონკურსო განაცხადი სისხლის სამართლის კომიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ ელ. მისამართზე: b.basharadze@gba.ge; b.basharadze@gmail.com